ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე დინარა ჩხიკვაძე საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
29-06-2021

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე დინარა ჩხიკვაძე პროექტებში -„მომავლის ელჩების“ და „ნატოს სკოლის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა. 

მე-12 კლასელს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა. 

„პროექტების -„მომავლის ელჩების“ და „ნატოს სკოლის“ შემაჯამებელ დასკვნით ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია დაესწრო. აღნიშნული პროექტები ქუთაისის თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა და მას პარტნიორობას რეგიონალური ინიციატივების ცენტრი - „ნათელი მომავალი“ უწევდა.

პროექტში ჩართული იყვნენ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სამდღიანი ტრენინგები გაიარეს. სატრენინგო კურსს წარმოადგენდა, საქართველო ნატოს ურთიერთობები; არსებული რეალობა და გამოწვევები; ნატოს შექმნის ისტორია; ევროკავშირის შექმნის ისტორია; ევროკავშირი საქართველოს პარტნიორი; ასოცირების ხელშეკრულება და DCFTI; დეზინფორმაცია; უვიზო მიმოსვლა.
პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა გავლილ თემებზე მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც სკოლებში თანატოლებს წარუდგინეს. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ქუთაისის N19 საჯარო სკოლიდან დაჯილდოვდა მე-12 კლასის მოსწავლე, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე დინარა ჩხიკვაძე. ვულოცავთ დინას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203