
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის გარდა, საინტერესო აქტივობებიც ხშირად ხორციელდება.
10 ივნისს, წიგნის კითხვის კლუბის შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“, ავტორთან ერთად განიხილეს.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, კეკელიძემ მოსწავლეების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა და ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მოზარდებს.
იხილეთ ფოტოები: