ახოს N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს
29-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სწავლის პირველი საფეხურის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. პატარები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ, პედაგოგმა კი მათ გზა დაულოცა.

„ოთხი ბედნიერი წელი უცებ გავიდა. დადგა დამშვიდობების ჟამი და ირმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, პატარების მონდომებით, მშობლების თანადგომით ახოს N1 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ლამაზი და თბილი ღონისძიებით დაემშვიდობენ თავიანთ საყვარელ ირმა მასწავლებელს. ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ, ბავშვებო!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203