„მეფე ერეკლე 300 წლისაა“ - ხეოთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის შემეცნებითი აქტივობა
29-06-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის, გიორგი ნებაძის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ღონისძიება - „მეფე ერეკლე 300 წლისაა“ გაიმართა. აქტივობა ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ერეკლე II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა - „ხმალი სჭრის ბაგრატოვნისა, მეფისა ერეკლისაო“, ძალიან ინფორმაციული იყო, მოსწავლეებმა წარმოდგენილი პრეზენტაციით, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი შეიტყვეს „პატარა კახის“ მეფობის შესახებ.

„ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას „პატარა კახი“ უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა...

ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ გოგი მასწავლებელო!

ასევე, ბევრი წარმატება ჩვენო ბეჯითო მოსწავლეებო!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203