
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრი ჩამოყალიბდა.
თეატრის პრემიერა 10 ივნისს, სპექტაკლით - „დილა ტყეში“ შედგა. წარმოდგენა მეგობრობის და ურთიერთდახმარების თემას გადმოგვცემს.
პატარა მსახიობების სასცენო ნიჭმა მაყურებელი ძალიან მოხიბლა, მოსწავლეები მომავალ სასწავლო წელსაც ბევრ დასამახსოვრებელ წარმოდგენას ჰპირდებიან სკოლას:
„მოსწავლე-მსახიობებმა პანდემიის პირობებში დღე გაულამაზეს სპექტაკლზე მოწვეულ სტუმრებს. განსაკუთრებული იყო ეს დღე პატარებისთვის. სპექტაკლს ხელმძღვანელობდა სკოლის პედაგოგი ინგა ხეცაძე. მისი ინიციატივით სპექტაკლები ჩვენს სკოლაში მომავალშიც გაიმართება. წარმატებებს ვუსურვებთ მათ!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: