
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლას გამორჩეული პედაგოგები ჰყავს და მათ შორის ნამდვილად არიან, უცხო ენების კათედრის მასწავლებლები.
სკოლის მასწავლებლები - ეკატერინე ბალახაძე და გურანდა გურგენიძე დაჯილდოვდნენ. მათ ბრიტანეთის საბჭომ სერტიფიკატები გადასცა.
სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
„ახალგაზრდა მასწავლებლებო, გისურვებთ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას და კარიერულ წინსვლას!“ - ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: