ფერეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „საქართველო“ საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-06-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „საქართველო“ პროექტი განხორციელდა.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები უკეთესად გაცნობოდნენ საქართველოს თითოეულ კუთხეს და წარმოეჩინათ მათი წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და დამახასიათებელი სუფრა.
პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო, ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები და პრეზენტაცია გამართეს.