თერჯოლის N2 სკოლაში ორი საინტერესო კომპლექსური დავალება განხორციელდა
29-06-2021

თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის - „თერჯოლის რაიონის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში კიდევ ორი მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება განხორციელდა.

კომპლექსური დავალების პირობის თანახმად მე-7 კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად (მადონა ჩხიკვაძე; მზია მაკარიძე) სოფელ სიმონეთში დ.კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

ასევე, სოფელ ჩხარში ოქონას გორაზე მოინახულეს უთხოვარის ულამაზესი კორომით დამშვენებული წმინდა გიორგის სალოცავი.

„ბავშვებმა საინტერესო წერილები მისწერეს ვიზიტორებს, წერილში თითოეული ბავშვი უდიდეს პატივისცემას, მოწიწებას, სითბოსა და სიყვარულს იჩენს იმ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რაც ჩვენამდე მოვიდა და მოკრძალებულად მოუწოდებს თითოეულ ვიზიტორს ანალოგიური ქმედებისაკენ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203