კვატიის საჯარო სკოლის დირექტორმა მერაბ ხოზრევანიძემ მკლავჭიდის შეჯიბრში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და სიმბოლური თასი გადასცა
29-06-2021
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის დირექტორმა მერაბ ხოზრევანიძემ მკლავჭიდის შეჯიბრში გამარჯვებულ მოსწავლეებს: ანრი ბერიძესა და მიშა ხოზრევანიძეს სერტიფიკატები და სიმბოლური თასი გადასცა.

„ვისურვებთ, რომ ეს იყოს დასაწყისი მომავალი ულევი წარმატებისა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები გამარჯვებულ მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203