ოთხი წელიც გაფრენილა - კუხის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
29-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ხონის მუნიციპალიტეტის, კუხის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

წელს კი მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს, ცამალა მუსელიანს უალამზესი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. საოცრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ეს ყველაფერი - მათ ხომ პანდემიურ პერიოდში მოუწიათ სწავლა და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება პირველ მასწავლებელთან.

ოთხი წელიც გაფრენილა - დიდი სიყვარულით გააცილა კუხის საჯარო სკოლამ მეოთხეკლასლები და მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს. 

იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203