გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-06-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ელეონორა მარტიროსიანს, არმინე ბანდიკიანს, ვილგემ ანტონიანს, რიმა ფილტაკიანს, დიანა ჰამბარიანს, ანნა აკოფიანს, ნატალია აკოპიანს, ოქსანა აკოპიაქნს, კარინა ბანდიკიანს, ვალერიკ სიმონიანს და არტაშ ჰამბარიანს სიგელები გადაეცათ.
24 ივნისს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.