როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილის აქტივობა სწორად
10-01-2018
გაკვეთილის აქტივობა არის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი მოსწავლეების ის ქმედებები, რომლებიც სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. 

მიზნიდან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე აქტივობა და, ასევე, მათი ჩატარების თანამიმდევრობა.

აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შენარჩუნდეს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია. 

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს, თუ კონკრეტულად რის გაკეთება მოეთხოვებათ მოსწავლეებს და ის, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მან მთლიანად ამ პროცესში.

გაკვეთილის აქტივობის დაგეგმვის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარები, მათი შესაძლებლობები და გამოცდილება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203