„დირექტორის მოტივაციაა სკოლისა და საქმის სიყვარული“ - მარინე დავითულიანი, ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი
28-06-2021

რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე დავითულიანი ბლიც-ინტერვიუში საუბრობს. 

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სასიამოვნოა თუ სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- მოწესრიგებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კვალიფიციურ თანამშრომლებს, მშობლებისა და თემის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- პირველკლასელთა აღფრთოვანებული თვალები...

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- მოსწავლის  მოტივაციისა და წარმატებისათვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მშობელი და მასწავლებელი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- სკოლის და საქმის სიყვარული.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ...

- სკოლის მართვის სტილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203