შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლემ გარემოსდაცვით კონკურსში გაიმარჯვა
28-06-2021
ზაზა ფერაძის სახელობის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ნინი პარფენოვმა გარემოსდაცვით კონკურსში „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვილებები“ გაიმარჯვა და მას 200-ლარინი სასჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

„ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში, CENN,  პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებთან KRDF, ACU, YPU და RLSADA ერთად, სამოქალაქო საზოგადოებაში კლიმატის ცვლილებებთან და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისათვის  ჩატარდა კონკურსი - „ჩემი თვალით  დანახული  კლიმატის  ცვლილები“. ჭიათურაში შედგა დაჯილდოების ღონისძიება, სადაც თემატური  ნამუშევრების წარდგენისთვის  პირველი  ადგილის  მფლობელ  ნინიპარფენოვს გადაეცა  200-ლარინი  სასაჩუქრე  ვაუჩერი.  მადლობა   მოსწავლესა და  მის  გზამკვლევს, გეოგრაფიის პედაგოგს - ინგა  ხარჩილავას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავად პედაგოგი ინგა ხარჩილავა კი მოსწავლის წარმატებას სოციალლური ქსელით, ასე გამოეხმურა:

„ბედნიერია მასწავლებელი, როდესაც თავისი მოსწავლე შედეგს დადებს! სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, გავუკვალო გზა ჩემს მოსწავლეებს და წარმატებისკენ ვუბიძგო“!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203