გუბის საჯარო სკოლამ მეოთხეკლასელები დიდი სიყვარულითა და ულამაზესი ღონისძიებით გააცილა
28-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, გუბის საჯარო სკოლა, ისევე როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

დიდი სიყვარულით გააცილა გუბის საჯარო სკოლამ მეოთხეკლასელები და მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს. 

მანამდე კი ჩატარდა ულამაზესი, საინტერესო და მხიარული ღონისძიება მე-4 კლასელების მონაწილეობით. ხელმძღვანელები იყვნენ ნინო კაკაბაძე და თეა ბაშელეიშვილი, „ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!“ - ასე დაემშვიდობა მშობლიური სკოლა უსაყვარლეს ბავშვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203