აღმამედლოს საჯარო სკოლის მოსწავლეს კალიგრაფიის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
28-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, აღმამედლოს საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

აღმამედლოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, აისუ ნაზაროვამ მონაწილეობა მიიღო ხელმაწერთა ეროვნული ცენტრის  კონკურსში „გახდი დიდგორის მემატიანე“. მას, შთამბეჭდავი ნამუშევრისა და წარამტებული მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა; მშობლიური სკოლა კი აისუს უამრავ წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203