ბარეთის საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით კონკურსში გაიმარჯვა
28-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

წალკის უნიციპალიტეტის, ბარეთის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  

„წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა დღითიდღე მიმზიდველი ხდება და სასკოლო საზოგადოება ჯიუტად მიიღწევს ერთი მიზნისკენ - სკოლის ეზოს აუზი, სადაც ბავშვები სხდებიან, იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და რაც მთავარია, გამწვანებული. სასკოლო და კლასგარეშე აქტოვობები ეზოში უფრო სახალისოა“, - აღნიშნულია სკოილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), CENN-თან თანამშრომლობით, გამოაცხადა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერას და განხორცილებას.
ბარეთის სკოლამ სკოლამ კი აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203