ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი სახალისო სპორტული აქტივობებით დაასრულეს
28-06-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მხიარული სპორტული აქტივობებით დასრულდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ერთმანეთს ორი გუნდი „შევარდენი“ და „არბალეტი“ შეეჯიბრა. დაგეგმილი აქტიბოებით სკოლის დირექციამ მოსწავლეებს გამორჩეული და მხიარული დღე აჩუქა. შეჯიბრის ორგანიზატორი და მსაჯი სპორტის მასწავლებელი ჯაბა ფარულავა იყო.
შეჯიბრებები მოეწყო ტომრებით ხსომაში, ჩოგნით წყლიანი ჭიქის გადატანასა და ბოთლის შევსებაში, მოსწავლეებს ჰულაჰუპის გადაჰქონდათ ხელის შეუხებლად ფინიშამდე წინაღობების გავლით, ასევე მკასწავლებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კარტოფილის თხლად, გაუწყვეტლად და სწრაფად გათლაში...
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია