ბარდნალის, ცაგერის, ქვედა ცაგერისა და ​ლასურიაშის საჯარო სკოლები, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
28-06-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის, ქალაქ ცაგერის, ქვედა ცაგერის და ​ლასურიაშის საჯარო სკოლები, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

შემაჯამებელი კონფერენცია, 2020 წლის სექტემბრიდან „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების მონაწილეობით, ონლაინ - Microsoft Teams-ის პლატფორმაზე გაიმართა. 

კონფერენცია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პროექტის -„ახალი სკოლის მოდელი“ ლიდერობის კომპონენტით ჩატარდა.

სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს და შეაფასეს „ახალი სკოლის მოდელის“ ლიდერობის მიმართულებით, სკოლების ადმინისტრაციების მიერ განხორციელებული პროექტები.

კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203