წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
28-06-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანამანთლებლო ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს.
„წინანდლის საჯარო სკოლის მოაზროვნეთა გუნდის წევრებმა: თენგო ბეჟუაშვილმა, ნატალი გიოშვილმა, ნანიკო ლუარსაბიშვილმა, ალექსანდრე საგინაშვილმა, ნიკა ნიკოლაიშვილმა, ნიკა ელიზბარაშვილმა და მიხეილ ალადაშვილმა (ხელმძღვანელი იმედა კევლიშვილი) - თელავში სკოლებს შორის გამართულ ინტელექტუალური თამაშის - „რა, სად, როდის?'“ შეხვედრაზე წარმატება მოიპოვეს.
მადლობა ბავშვებო და იმედა მასწავლებელო, კიდევ ბევრჯერ მოგველოცოს წარმატებები'', - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია