ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები საინტერესო ტრენინგს დაესწრნენ
28-06-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში „ახალი ეკონომიკური სკოლისა“ და „საბაუნის“ ერთობლივი პროექტის, „მომავალ მეწარმეთა სკოლის“ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს სკოლა „პროგრესის“ უფროსი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მოიცავდა ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: ბიზნეს პროექტი და მისი მნიშვნელობა, ძირითადი ეკონომიკური პრინციპები, სამეწარმეო სფეროები და ძირითადი სტატისტიკა, საქართველოსა და მსოფლიოს პრაქტიკა და ა.შ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203