დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
28-06-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - სარქის თუმასიანს, ასია აფოიანს, მარიანნა მშეციანს,  ვენერა სიმონიანს, ვარდუი მარტიროსიანს, არტიომ სტამბოლციანს, გარნიკ აბრამიანს, სედა სტამბოლციანს, ანი სანდროსიანს, ლენა კურგანიანს, რიმა მარტიროსიანს, ნარინე აფოიანს, მანუშაკ მარტიროსიანს, არაქსია სიმონიანს, გაიანე აკოპიანს, გაიანე სარკისიანს, ნაზენი სარკისიანს, არშავირ მარტიროსიანს, კალეფსია მარტიროსიანს, გრიშა მარტიროსიანს, არზუმან საროიანს და ვალია კანციანს სიგელები გადაეცათ.

24 ივნისს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203