„გავუფრთხილდეთ დედამიწას!“-თბილისის N192 საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა გაამწვანეს
28-06-2021

თბილისის N192 საჯარო სკოლაში პროექტი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლის ეზოში ყვავილები და ნერგები დარგეს, მწვანე სივრცეები მოაწყვეს და სკოლის ფასადი მოხატეს. 

„ასე ლამაზ და ფერად ფერებში დავასრულეთ პროექტი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“
ნარგავებითა და ყვავილებით გავალამაზეთ სკოლის ეზო, მოვაწყვეთ მწვანე სივრცეები, მოვხატეთ სკოლის ფასადი. ერთმანეთის სიყვარულით, დირექციის აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით შევქმენით სასიამოვნო გარემო. იდეა ეკუთვნის მე-8გ კლასის მოსწავლეებს, რომელთა საქმიანობა მისაბაძი გახდა სკოლის სხვა კლასებისთვისაც.

ჩვენი დევიზია - „გააკეთე ჩვენთან ერთად, გააკეთე ჩვენზე უკეთ!“
მადლობა, პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203