„მოსწავლისთვის სამაგალითოა, მასწავლებლის პროფესიონალიზმი, ქცევა და სკოლის კულტურა“- თამილა მეგრელი​, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი
28-06-2021

რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი ბლიც-ინტერვიუში საუბრობს. 

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სკოლისათვის შემოდგომაა მთელი წლის შრომის შედეგია, მოსწავლისათვის ახალი სასწავლო ეტაპის, მასწავლებლებისთვის ახალი გამოწვევების დასაწყისია.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- უსაფრთხო და წარმატებულ სასწავლო პროცესს, მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებით, წარმატებულ მოსწავლეებითა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სასკოლო საზოგადოება

- გამორჩეულად მახსენდება...

- სკოლის პრობლემები და გამოწვევები რაც პანდემიის პროცესმა გამოიწვია.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- მოსწავლის სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მასწავლებლის პროფესიონალიზმი, ქცევა და სკოლის კულტურა.

- დირექტორის მოტივაციაა ...

სკოლის ძლიერი ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რაც განაპირობებს კარგ სკოლასა და წარმატებულ მოსწავლეს.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- მოტივაცია, მშვიდი გარემო და საჭირო რესურსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203