თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ
28-06-2021

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას წარმატებით ეწევიან და სპორტული აქტივობებითაც ხშირად ანებივრებენ მოსწავლეებს.

სწორედ სპორტული აქტივობით დაასრულეს სასწავლო წელი მე-10 კლასის მოსწავლეებმა. მოზარდები სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

სპორტული დღე სახალისო და გამარჯვების სიხარულით დაჯერებული გამოდგა. სკოლის პედაგოგები მომავალშიც გააგრძელებენ მსგავს აქტივობებს, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203