საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლია სონიშვილმა მოსწავლეებს მეორე კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა
28-06-2021
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები მუდამ ზრუნავენ, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი თარიღები დღესასწაულად აქციონ და ამ ამოცანას ძალიან წარმატებითაც ართმევენ თავს.
ფერადი დღესასწაული ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა ლია სონიშვილმა მოუწყო. ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ფერადმა დღემ სახალისოდ ჩაიარა და და სამახსოვრო ფოტოსესიითაც დასრულდა.
საყვარელმა მასწავლებელმა საყვარელ მოსწავლეებს მეორე კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და არდადეგებზე კეთილი სურვილები გაატანა. პედაგოგს იმედი აქვს მოსწავლეები დახუნძლული ემოციითა და ამაღლებული განწყობით დაუბრუნდებიან მესამე კლასს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს