ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ლაშქრობა მოაწყვეს
28-06-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გარდა, გასვლითი აქტივობებითაც ხშირად ანებივრებს.

ამჯერად, მე-4 კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ, მოსწავლეები ლაშქრობაზე წაიყვანა. ბავშვებმა სამყვირალოს წმინდა გიორგის ტაძარი მოინახულეს.

ტაძრის მონახულების შემდეგ, მოსწავლეებმა და საყვარელმა მასწავლებელმა ბუნება დაათვალიერეს. მათ საინტერესოდ გატარებული დღის ამსახველი ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203