„მე რომ საქართველოს გიდი ვიყო“ - თბილისის N64 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ანა ბალანჩივაძის საინტერესო გაკვეთილი
28-06-2021
თბილისის N 64 საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს სასკოლო მასალა საინტერესო ხერხებით მიაწოდონ და საამისოდ, მრავალფეროვან აქტივობებსაც სთავაზობენ.

„მე რომ საქართველოს გიდი ვიყო“ - აღნიშნულ თემაზე, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ისტორიის მასწავლებელმა ანა ბალანჩივაძემ მე-5ა კლასში ჩაატარა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეებში იმოგზაურეს და ადგილობრივ კულტურასა თუ ისტორიულ ძეგლებს გაეცნენ. მათ საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა რესურსი და დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.

ბავშვებმა სახალისო აქტივობით, ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს და გაკვეთილშიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203