შეუბანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაგვიანებით დაირეკა - დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
28-06-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. 

სასწავლო წლის წარმატებით დასრულება სკოლაში 25 ივნისს იზეიმეს. 

„სკოლაში დაგვიანებით დაირეკა „ბოლო ზარი“. სკოლა საბაზო საფეხურისაა და სწავლა დასრულდა 15 ივნისს, მაგრამ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე რამდენიმე ბავშვი იმყოფებოდა იზოლაციაში და სკოლამ 25 ივნისს, გააცილა კურსდამთავრებულები, სკოლის დირექტორმა და კლასის ხელმძღვანელმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით და კეთილი სურვილებით გააცილეს ბავშვები. დამრიგებლისაგან საჩუქრად გადაეცათ წიგნები. წარმატებული და ბედნიერი გზით გევლოთ ჩვენო ძვირფასებო“,- აღნიშნულია სკოლის მირ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203