კუმურდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-06-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სიგელები დაიმსახურა.
მე-10 კლასის მოსწავლე მაირამ კოჩკანიანი და მე-11 კლასის მოსწავლე ანჟელა კოჩკანიანი ჩემპიონატში ინტერესით ჩაერთვნენ და წარმატებაც მოიპოვეს.
2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
ტრადიციული, დასკვნითი ღონისძიება ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს