აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე ესეების კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
28-06-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თათია კონსტანტინოვი ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლემ კონკურსის ფინალურ ტურში იასპარეზა. თათია კონსტანტინოვი სერტიფიკატითა და წიგნით დაჯილდოვდა. 

„ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თათია კონსტანტინოვი მონაწილეობდა ესეების კონკურსის ფინალურ ტურში, საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, სადაც გადაეცა სერტიფიკატი და წიგნები -„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203