ბოჭორმის საჯარო სკოლიდან ერთადერთი მე-9 კლასელი დიდი სიყვარულით გააცილეს
28-06-2021

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის ერთადერთმა მე-9 კლასელმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, ამიტომ მოსწავლე სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, სკოლაში მეცხრეკლასელს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოუწყვეს და სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლაში სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს სხვა მოსწავლეებსაც და წამახალისებელი სიგელები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203