ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა გორაძემ izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატი მოიპოვა
28-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა გორაძეს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს! მოსწავლემ მდგრადი მზაობის სერტიფიკატი მოიპოვა.

„ძალიან მიყვარს izrune.ge-ს ტესტები. ყველაზე მეტად მიყვარს სააზროვნო ტესტები.  მე პირველი კლასიდან ვარ ჩართული ამ პროექტში და ვურჩევ ყველა ბავშვს, მიიღოს მონაწილეობა. ძალიან მიყვარხართ და მადლობა, რომ ზრუნავთ ბავშვებზე“, - აღნიშნავს ნუცა.

27 ივნისს izrune.ge-ზე 2020-2021 სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203