ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-06-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო მახარაშვილი კონკურსში „ჩემი დიდგორი“ წარმოდგენილი საუკეთესო ფერწერული კომპოზიციისათვის დაჯილდოვდა.

ასევე კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები - მერაბ აკოფაშვილი და ცოტნე ტერუნაშვილი. მათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კონკურსი „ჩემი დიდგორი“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203