წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ამირან დვალს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლას მეოთხე კლასის საამაყო მოსწავლე ჰყავს - ამირან დვალი.ამირანმა
izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აიღო.
„მე ძალიან მიყვარს izrune.ge და მოუთმენლად ველოდები შემაჯამებელ ტესტებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელს - ირმა კოტორეიშვილს. მისი დამსახურებით ვაღწევ წარმატებებს“, - ამბობს მოსწავლე.
27 ივნისს
izrune.ge-ზე 2020-2021 სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო