
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის IX, X კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში - „ერთობრივი ინიციატივა რადიკალიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“.
„დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი ღონისძიებები. გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია წარვადგინეთ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარებულ კონფერენციაზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.
იხილეთ ფოტოები