დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა
28-06-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღია სივრცეში გამართული ღონისძიებით დაასრულეს.

იყო მუსიკა, ლექსი, სიმღერა. ასე გამოხატეს მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს და მასწავლებელ იამზე ათაბაგს მე-4 კლასის დასრულება მიულოცეს.

დირექტორმა ბავშვებს სიგელები გადასცა და ლაღი, ბედნიერი, ბავშვობა  და მომავალი წარმატებები უსურვა მათ უკვე მე-5 კლასში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203