ოზურგეთის N4 სკოლის მოსწავლე ლუკა კვირჩილაძემ izrune.ge-ს სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
28-06-2021

საზრიანმა და ბეჯითმა ლუკა კვირჩილაძემ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა ასახელა! ლუკა 7 წლის არის და მეორე კლასში გადავიდა. ლუკას განსაკუთრებულად მზრუნველი მამა ჰყავს, რომელიც შვილის განათლების მოტივაციაზე მთელი გულით ზრუნავს და ასევე მზრუნველი დამრიგებლი - ნათია ბოლქვაძე. 

„ლუკას უყვარს სწავლა, მოუთმენლად ელოდება ყოველ ხუთშაბათს და ხალისით ავსებს izrune.ge-ს ტესტებს. ერთად ველოდებით ყოველი თვის ბოლო კვირას და ერთად ვხარობთ ლუკას წარმატებით“, - აღნიშნავს ლუკას მამა.

27 ივნისს izrune.ge-ზე 2020-2021 სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203