დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარებულ პროექტში - „ოლიმპიზმი სკოლებში“ მონაწილეობდნენ. პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სპორტის მასწავლებელი მერი ჯაფარიძე.

მონაწილეებმა ნახატების კონკურსისთვის ნამუშევრები შექმნეს, სადაც ოთხ მოსწავლეს: ანა ნიკოლაშვილს, ალეხანდრო ღოღაძეს, ქეთევან ბედინაძესა და ქრისტინა დოლიძეს ფიზიკური აღზრდის და სპორტის ექსპერტმა ედუარდ ნაკაიძემ კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადასცა.

2020-2021 სასწავლო წლის მიწურულს, საქართველოს მაშტაბით, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 600-მდე სკოლაში სასკოლო პროექტი - „ოლიმპიზმი სკოლებში“ ჩატარდა.

პროექტი ჩატარდა სამი მიმართულებით: სპორტული ვიქტორინა, ნახატების (ფერწერა, გრაფიკა) კონკურსი და სასწავლო პროექტის კონკურსი.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203