ქვემო თხილვანის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
25-06-2021
დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლამ მე-12 კლასის მოსწავლეები გააცილა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა. გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა თეთრი პერანგები ჩაიცვეს და ერთმანეთს კეთილი სურვილები უსურვეს.
თავის მხრივ, კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა ქვემო თხილვანის საჯარო სკოლის დირექტორმა რამაზ ქამაშიძემ და ცხოვრების ახალ ეტაპზე კიდევ უფრო მეტი წარმატება და წინსვლა უსურვა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია