ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-06-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროექტებში და ოლიმპიადებში.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,ხოჯორნის სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში ტელესკოლის ოლიმპიადაში - „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობდნენ. აქტიური და წარმატებული მონაწილოებისთვის კი მოსწავლეებს პროექტის წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს