აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სასუნ ჰამბარიანი (მე-9 კლასი) და დავით ქეროფიანი (მე-10 კლასი) საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ. 

24 ივნისს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203