ახალქალაქის N5 სკოლის მოსწავლეები - კატია პეტროსიანი და ანუშ კურღინიანი ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-06-2021
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - მე-11 კლასის მოსწავლეებს - კატია პეტროსიანს და ანუშ კურღინიანს სიგელები გადაეცათ.
24 ივნისს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია