ნაბახტევის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი კულინარიული პაექრობით დაასრულეს
25-06-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დასრულდა. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

ნიჭიერმა მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი „კულინარიული დუელით“ დაასრულეს. მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე გახლავთ. 

სწორედ ასე ლამაზად დაამთავრეს მე-4 კლასი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა. მათმა მომზადებულმა კერძებმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203