თბილისის N149 საჯარო სკოლის IV კლასმა „სამოთხის გვრიტები“ წარმოადგინა
25-06-2021

თბილისის N149 საჯარო სკოლის IV-ბ კლასი პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობა. ამის აღსანიშნად, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის ფილმის „სამოთხის გვრიტები“ თეატრალიზებული წარმოდგენა დადგეს.

პატარებმა საკუთარი ინტერპრეტაციით ნათლად გადმოსცეს ავტორის მთავარი სათქმელი - „როცა ქართულ ანბანს შეისწავლის კაცი, ის უკვე ამქვეყნადვე ეზიარება სამოთხეს და მზად არის სამოთხის კარის შესაღებად“.

თბილისის N149 საჯარო სკოლა მეოთხეკლასელებს წარმატებას უსურვებს: „კლასელებს ვულოცავთ სასკოლო ცხოვრების ერთი ეტაპის დამთავრებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს! ჩვენ გვჯერა მომავალშიც თქვენი წარმატებების!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203