აღმამედლოს საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა
25-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, აღმამედლოს საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში. 

აღმამედლოს სათემო ცენტრის ინიციატივით, აღმამედლოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სახალისო ვიქტორინა გაიმართა .

„ვიქტორინის ბოლოს ყველაზე აქტიური მოსწავლე დავაჯილდოვეთ საინტერესო საჩუქრებით. ამ საინტერესო ვიქტორინის ორგანიზებისთვის კი აღმამედლოს საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელს, მედეა ხაჩიძეს მადლობას ვუხდით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203