გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ
25-06-2021
გურჯაანის N2 საჯარო სკოლა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წამოწყებას - „გაეცანი შენი კუთხის ღირშესანიშნაობებს და ეწვიე მუზეუმს“ შეუერთდა.
გამოწვევის ფარგლებში, სკოლის IV კლასის მოსწავლეები, ხათუნა იმედაშვილის ხელმძღვანელობით, ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ.