შუამთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში - ჩვენ და სამყარო მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.ნინი მგელაძემ ოლიმპიადაში მესამე ხარისხის სერტიფიკატი მიიღო, ნიკა მგელაძემ კი მეორე ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა.
ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 17 ივნისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები