ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო რესურსები შექმნეს
25-06-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყველა მოსწავლეს თანაბარ ყურადღებას უთმობს. სკოლაში ხშირად ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები, რომელშიც ყველა ბავშვი ერთვება. 

ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დედამიწის დღეს ისტორიისა და ბუნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა რესურსი, მათ შორის გლობუსი. 

აქტივობაში ყველა მოსწავლე ჩაერთო და რესურსების შექმნაშიც ხალისით მონაწილეობდნენ. 

გაკვეთილი ბუნების პედაგოგმა მარი გურგენიძემ და ისტორიის მასწავლებელმა მაია ლეშკაშელმა ჩაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203