ალექსეევკის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა თეონა გულბიანმა სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩაატარა
25-06-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა თეონა გულბიანმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან კრეატიული და სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩაატარა.
გაკვეთილების მიზანი იყო, ბავშვებს ხალისით შეესწავლათ უცხო სიტყვები და შეძლებოდათ მათი დახარისხება ჯგუფებად.
ლექსიკური მარაგის გაუმჯობესების გარდა, კრეატიული გაკვეთილები ემსახურებოდა გრამატიკული ნაწილის გაუმჯობესებასა და მარტივად, ხალისით შესწავლას.
სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეების ჩართულობა იყო მაღალი, მათ ძალიან მოეწონათ გაკვეთილები და ძალიან გახარებულები იყვნენ. ბავშვების სურვილია, ხშირად ჩატარდეს მსგავსი აქტივობები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია